ოჯახის წევრის მკვლელობა

სიღნაღში, შშმ პირი მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს, სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

კომენტარები