ენდრიუ ტეიტი

რუმინეთში ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა დააკავეს

ცნობილ ინფლუენსერი, ენდრიუ ტეიტი და მის ძმა, ტრისტანი რუმინეთში დააკავეს. ინფორმაციას ტეიტების წარმომადგენლები ადასტურებენ.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ევროპის ტერიტორიაზე ტეიტების დაკავების ორდერი ბრიტანულმა სასამართლომ ორშაბათს გამოსცა.

მათივე ინფორმაციით, ტეიტები ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს პროკურორს წარუდგინეს, რომელმაც მათი 24 საათით დაკავების ორდერი გასცა.

ტეიტების წარმომადგენლების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა ბრალდებებს, მათ შორის, 2012-15 წლებში ჩადენილი "სექსუალურ აგრესიას".

პოლიციის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ სავარაუდო დანაშაულებს შორის არის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ადამიანების ექსპლუატაცია.

ენდრიუ ტეიტის გუნდის თქმით, ძმები ბრალდებებს "კატეგორიულად უარყოფენ".  მათი თქმით, ენდრიუ ტეიტმა დაკავების ორდერის აღწერა როგორც "ათწლეული წინანდელი ბრალდებების გამაოგნებელი აღორძინება", რის გამოც ძმები "შეძრწუნებულნი და ღრმად შეშფოთებულები არიან".


2023 წელს ენდრიუ ტეიტს რუმინეთში გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მის ძმა ტრისტანსა და კიდევ ორ მოკავშირეს იგივე ბრალი წარედგინათ.

ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა.

ძმები ტეიტები პირველად ბუქარესტში, საკუთარ სახლში დააკავეს. 2023 წლის მარტში მოსამართლის გადაწყვეტილებით ისინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ამავე წლის 4 აგვისტოს, ძმები ტეიტები მოსამართლემ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები