პუტინი რუსეთი მიიწევს წინ უკრაინის ტერიტორიის მისატაცებლად და ევროპაში და მის მიღმა ქაოსის დასათესად. ამ ოთახში თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინით გაჩერდება, გარანტიას გაძლევთ, რომ ის ამას არ გააკეთებს. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ მათ გვერდით დავდგებით და მივაწვდით იმ იარაღს, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება. მხოლოდ ეს არის, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ სამხედროებს. მეტიც, არცერთი ამერიკელი სამხედრო არ იბრძვის უკრაინაში და ვაპირებ, რომ ეს ასე გაგრძელდეს. უკრაინისთვის დახმარება დაბლოკეს მათ, ვისაც სურს, რომ აშშ-მ დათმოს მსოფლიო ლიდერობა. დიდი დრო არ არის გასული, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თქვა: "ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი". ახლა კი, ჩემი წინამორბედი, რესპუბლიკელი პრეზიდენტი პუტინს ეუბნება: "რაც გინდა ის გააკეთე". ყოფილმა პრეზიდენტმა ეს მართლაც თქვა პუტინისთვის ქედის მოხრით. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბაიდენი: უკრაინისთვის დახმარებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, აშშ-მ დათმოს მსოფლიო ლიდერობა
tbl.ge/6pw5
დაკოპირდა

ამბობს აშშ-ს მდგომარეობის შესახებ კონგრესთან გაკეთებულ მოხსენებაში.
ამავე თემაზე
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს
- EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ




