ილია თოფურია ადასტურებს, რომ 21 მარტს დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩს დაესწრება. ამის შესახებ მან Facebook-ის პოსტის კომენტარებში ერთ-ერთ გულშემატკივარს თავად უპასუხა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა. GFF-ში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.