სამხრეთ კორეა-ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეამ ჩრდ. კორეისგან მოსალოდნელი პროვოკაციის გამო სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეისგან მოსალოდნელი პროვოკაციის გამო მაღალი სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.

პროვოკაციის საფრთხე სამხრეთ კორეისა და აშშ-ს მიერ ყოველწლიურ საერთო წვრთნების დაწყებას უკავშირდება.

წლევანდელი სამხედრო სწავლების მიზანია, ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხესთან გასამკლავებლად, მას შემდეგ, რაც ფხენიანმა რაკეტების გამოცდის ინტენსივობა გაზარდა და აგრესიული რიტორიკა გააძლიერა.

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ დაიწყეს კომპიუტერულ სიმულაციაზე დამყარებული წვრთნები Freedom Shield დღეს დაიწყეს, სამხედრო წვრთნები 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები