სამხრეთ კორეა-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეამ სამხრ. კორეის კუნძულების მახლობლად 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა

REUTERS/Kim Hong-Ji/Pool/File Photo

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან  სამხრეთ კორეის კუნძულების ბაენგიონგისა და იონპიონგის მახლობლად 200-ზე მეტი ჭურვი დილის 9 საათიდან დილის 11 საათამდე გაისროლა.

ჭურვები დაეცა ჩრდილოეთ ლიმიტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ყვითელ ზღვაში ქვეყნებს შორის სადავო საზღვაო სადემარკაციო ხაზს წარმოადგენს. 

JCS-ს ცნობით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია არც სამოქალაქო და არც სამხედრო პირებს შორის. მათივე შეფასებით ეს იყო "პროვოკაციული აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ზრდის დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე".

ამის საპასუხოდ, სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პარასკევს შუადღით საზღვაო წვრთნებს გამართავენ, ხოლო ამის პარალელურად იონპიონგიდან მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაციის ბრძანება გაიცა. 

JCS-ს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბუფერულ ზონაში ჭურვების სროლა მას შემდეგ განაახლა, რაც გასული წლის ნოემბერში ორ ქვეყანას შორის დადებული სამხედრო შეთანხმების გაუქმდა. 

სამხედრო შეთანხმებას ხელი 2018 წელს მოაწერეს და მისი მიზანი კორეის ნახევარკუნძულზე ომის საფრთხის შეკავება და ქვეყნებს შორის ბუფერული ზონის გაფართოება იყო.

JCS-ს განცხადებით, სამხრეთ კორეის არმია ახლა აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და "ჩრდილო კორეის პროვოკაციული ქმედებების შესაბამის ზომებს მიიღებს".

კომენტარები