ხანძარი ბანგლადეშში

ბანგლადეშში კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა და კორპუსში სწრაფად გავრცელდა.

ბანგლადეშის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა შენობიდან 75 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლის ლოკალიზება 2-საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ ან გაუმართავმა გაზქურამ გამოიწვია.

კომენტარები