რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანალენა ბერბოკს უკრაინაში ყოფნისას რუსული დრონი აედევნა და მისი ვიზიტი ნაადრევად შეწყდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში ვიზიტისას
Kay Nietfeld/dpa/picture alliance

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის ქალაქ მიკოლაივში იმყოფებოდა, როცა მიმდებარედ მფრინავი რუსული სადაზვერვო დრონის გამო საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, მომხდარის გამო ბერბოკის ვიზიტი ნაადრევად შეწყდა.

ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, რა დროსაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, მალევე კურსი შეიცვალა და ტერიტორია დატოვა. რუსული დრონების მსგავს ქმედებას ხშირად პირდაპირი საჰაერო იერიში მოჰყვება.

გავრცელებული ცნობებით, მიკოლაივის მცხოვრებლებმა ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელიც მათ უახლოეს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა. შედეგად, ბერბოკი და მისი დელეგაცია შეჯავშნილი მანქანებით ტერიტორიიდან მყისიერად გაიყვანეს.

კომენტარები