რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მამუკა გაწერელიას დედა: დამეხმარონ, რომ ბავშვი არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ რამენაირად

რომ აიყვანეს ტყვედ, მერე დამირეკა 27 სექტემბერს, უკვე დონეცკის ციხიდან და უკვე ნაწამები იყო ძალიან მაგრად, ხმაზე შევატყვე. თვითონ მაინც მხნედ იდგა და ცდილობდა იმას, რომ ჩვენ არ გვენერვიულა.

19 თებერვალს დაგვირეკა, ხვალ სასამართლო მაქვსო და განაჩენი უნდა გამომიტანონო. რა ვიცი, კარგად მექცევიანო, კი თქვა, ჯანმრთელობით კარგად ვარო, მაგრამ არ მგონია, თქვენ თვითონ ნახავდით სურათში, რას დაემსგავსა ბავშვი.

2 თვის უკან დავწერეთ განცხადება და 4 დღის უკან დაგვიკავშირდნენ, გადაცემულია, განხილვაში არისო და დაგიკავშირდებითო. [...] დამეხმარონ, რომ ბავშვი არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ რამენაირად.

თქვა მთავარ არხთან საუბრისას უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი 22 წლის ჯარისკაცის, მამუკა გაწერელიას დედამ.

რუსებმა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა 2024 წლის 20 თებერვალს მიუსაჯეს.

კომენტარები