რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული დრონებიდან 23-ვე ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

20 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას 3 რაკეტითა და შაჰედის ტიპის 23 დრონით შეუტიეს. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად 23-ვე შაჰედი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში". - აღნიშნულია განცხადებაში. 

საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან C-300/C-400-ის ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა, X-31-ის მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან და შაჰედები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. 

ამავე ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

გარდა ამისა, სამხრეთ თავდაცვის ძალებმა დაამატეს, რომ 2 შაჰედი ჩამოაგდეს კიროვოგრადში, ხოლო თითო ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.

კომენტარები