სახელმწიფო და ეკლესია

ცაავა: 2020-ში ივანიშვილმა მითხრა – ვიცი, რა სიბინძურეა ეკლესიაში, მაგრამ არჩევნები მოდის

2019-2020 წლებში თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდი სურვილი იყო, გიორგი მამალაძე გამოსულიყო ციხიდან... პირად საუბრებშიც უთქვამს, რომ ის იყო თანახმა, უბრალოდ, საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ იგერიებდნენ...

წინა საპარლამენტო არჩევნებისას ის ამ რისკზე ვერ წავიდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მან ეს შეძლო, ეს მისი პირადი... მე ვიცი, თავისი ცოდვები ეყოფა და გვეყოფა ყველას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ნამდვილად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც თვით საბჭოთა ხელისუფლება 90 წელს, [გიორგი მამალაძის პატიმრობიდან] 7 წლის შემდეგ უკვე ამას გააკეთებდა, მაშინ როცა თვეები ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა მმართველობისა, ასევე ხდება ეხლაც...

...ძალიან მარტივად და ცხადად გეტყვით - ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნები მოდის და მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და რეიტინგული ეკლესია, 2020 წელს... 

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა TV პირველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ.

კომენტარები