2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპმა არჩევნებში ჩარევის მცდელობის საქმეზე უზენაეს სასამართლოს იმუნიტეტისთვის მიმართა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საქმეზე საპრეზიდენტო იმუნიტეტის მინიჭების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს მიმართა.

 არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შესაძლო თაღლითობის საქმის ფარგლებში ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

6 თებერვალს აშშ-ს სასამართლომ არ ცნო ტრამპის იმუნიტეტი აღნიშნულ საქმეზე.

ტრამპის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო სეზონის პიკში გრძელი კრიმინალური პროცესის წარმოება პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ რადიკალურად შეუშლის ხელს პრეზიდენტი ტრამპის კამპანიას.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი თავდაპირველად 4 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების სავარაუდო მცდელობებთან, თანამდებობის დატოვების შემდეგ გასაიდუმლოებული დოკუმენტების არასწორად გამოყენებასთან და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან გასაიდუმლოებულ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებით.

კომენტარები