აშშ

აშშ-ში მესაზღვრე ძაღლმა თვითმფრინავის მგზავრის ბარგში მუმიფიცირებულ მაიმუნებს მიაგნო

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაბრუნებული მოგზაურის ბარგში აღმოჩენილი მუმიფიცირებული მაიმუნები
Customs and Border Protection via AP

აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (CBP) ძაღლმა აფრიკიდან დაბრუნებული მოგზაურის ბარგში მუმიფიცირებულ მაიმუნებს მიაგნო.

მგზავრმა, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, დაბრუნებისას განაცხადა, რომ მის ბარგში ხმელი თევზი იყო, მაგრამ ბოსტონის ლოგანის აეროპორტში შემოწმებისას მის ნივთებში მაიმუნების 4 მუმიაც აღმოჩნდა.

CBP-ის წარმომადგენლის, რაიან ბისეტის ინფორმაციით, მგზავრმა თქვა, რომ აშშ-ში მაიმუნების მუმიები პირადი მოხმარებისთვის შეიტანა. ბისეტის ინფორმაციითვე, პირისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა მას ბარგი თითქმის მთლიანად ჩამოართვეს, 4 კილოგრამამდე ველური ხორცი კი გასანადგურებლად დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრს გადასცეს.

შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნიდან ველური, უმი ან მინიმალურად დამუშავებული ხორცის შეტანა აკრძალულია, რადგან ის მიკრობებისა და ებოლას მსგავსი ვირუსების გადატანის რისკს შეიცავს.

კომენტარები