ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Meta-მ ირანის ლიდერის ხამენეის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები გააუქმა

აიათოლა ალი ხამენეი

ამერიკულმა კომპანია Meta-მ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები პლატფორმის წესების დარღვევის გამო გააუქმა.

Meta-ს წარმომადგენელმა გამოცემა AFP-სთან განაცხადა რომ, "ჩვენ ეს ანგარიშები სახიფათო ორგანიზაციებსა და ინდივიდებზე [პლატფორმის] პოლიტიკის განმეორებით დარღვევისთვის წავშალეთ".

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ხამენეიმ ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მხარი დაუჭირა, თუმცა, ირანის ჩართულობა უარყო. ამის გამო, ბოლო რამდენიმე თვეა მომხმარებლების დიდი ნაწილი Meta-სგან ზემოხსენებულ პლატფორმებზე ირანის ლიდერის დაბლოკვას მოითხოვდნენ.

Meta-ს წესების მიხედვით, "იმისთვის, რომ მსოფლიოში ზიანის მიყენებას ხელი შევუშალოთ და აღვკვეთოთ, ჩვენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობრივ მისიას საჯაროდ აცხადებენ ან ძალადობაში მონაწილეობენ, ჩვენს პლატფორმებზე არსებობის საშუალებას არ ვაძლევთ".

კომენტარები