არჩევნები 2024

დანიგანი: გვინდა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვნახოთ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ლიდერების არჩევა შეუძლიათ და სწორედ მათი ხმები ითვლება. სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 პუნქტიდან, რაც ევროკავშირმა საქართველოს დაუწესა. რა თქმა უნდა, წელს ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენ, ყველას გვინდა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვნახოთ. აშშ ამ პროცესს მხარს უჭერს. ვთანამშრომლობთ ცესკოსთან, ეუთოსთან, ოდირთან. გვეყოლება გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები. ასევე, ამ პროცესის შესახებ ვესაუბრებით მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა რუსთავი 2-ის ეთერში - რუსთავი 2-ის სინქრონული თარგმანი.

კომენტარები