ყაზახეთი

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა

ოლჟას ბეკტენოვი
Orda.kz

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა.

6 თებერვალს ბეკტენოვის კანდიდატურას ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისმა კენჭი უყურა. პრემიერმინისტრს 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა შვიდმა. 

მინისტრთა ახალი კაბინეტი უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თანამდებობა შეინარჩუნა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ, რომელიც ახალ მინისტრთა კაბინეტში პრემიერის მოადგილეც იქნება.

 5 თებერვალს ყაზახეთის პრემიერმინისტრი ალიხან სმაილოვი და მინისტრთა კაბინეტი საკუთარი ნებით გადადგა. ბრძანებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

"მთავრობამ უნდა ითამაშოს ახალი, მნიშვნელოვანი როლი, მას უნდა შეეძლოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. საჭიროა მყარი, თამამი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ეკონომიკის დივერსიფიკაციის სტიმულირებაზე იქნება მიმართული. აუცილებელია მთავრობის მოღვაწეობაში ახალი იმპულსის შეტანა. ამიტომაც მივიღე ალიხან სმაილოვის გადადგომის განცხადება". – თქვა თოყაევმა. 

კომენტარები