დანაშაულის სტატისტიკა

2023 წელს შსს-მ ბავშვის შეცვლის 2 ფაქტი აღრიცხა - ოფიციალური სტატისტიკა

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის შეცვლის 2 ფაქტი აღრიცხა. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით ეს 200%-იანი ზრდაა, რადგან 2022 წელს ასეთი შემთხვევა ოფიციალურად არ მომხდარა.


BBC-მ გადაიღო ფილმი ქართველ ტყუპებზე, რომლებიც უკანონოდ გააშვილეს და ერთმანეთი მოგვიანებით სოციალურ ქსელ TikTok-ზე იპოვეს. 

ფილმი ეხება საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონო გაშვილების და გაყიდვის პრაქტიკას. ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. თავად თამუნა მუსერიძე ბავშვების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების სქემის ერთ-ერთი მსხვერპლია. 

კომენტარები