ცხედრის პოვნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

შსს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს.

ტაბულას ინფორმაციით, მამაკაცის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის დაავადება გახდა.

დაცვის პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილია.

"პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა". - ნათქვამია განცხადებაში.

დაცვის პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები