შეზღუდვები გზებზე

შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

Facebook/ საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები