ბანკში შეჭრა

სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა – ის დაკავებულია

სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში ერთი ადამიანი შეიჭრა. ტაბულას ინფორმაციით, მან ადგილზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს მცირე თანხა გასტაცა და მიმალვა სცადა, თუმცა, ის პოლიციამ მალევე დააკავა.

დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები