კინოგაქირავება

რომანტიკულმა კომედიამ ANYONE BUT YOU-მ კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

Cavea

რომანტიკულმა კომედიამ Anyone But You კინოგაქირავების 8 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა.

ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მსგავსი შედეგი R-რეიტინგიან რომანტიკულ კომედიას 2016 წელს ჰქონდა, როდესაც კინოგაქირავებაში ბრიჯიტ ჯონსის მესამე ნაწილი Bridget Jones’s Baby გამოვიდა.

კომედია მსოფლიო კინოგაქირავებაში 2023 წლის 22 დეკემბერს გამოვიდა. ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შესაძლებელია. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები