მკვლელობა თბილისში

ორბელიანზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ორბელიანის მოედანზე 21 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული პირი, ს.პ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

 ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები