ჰაკერული თავდასხმა

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს პარლამენტში
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ. საიტზე შესვლისას ჩნდება თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: "დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს".

Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია რუსეთის ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან.

ასევე, დილიდან არ მუშაობს ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდიც.

25 იანვარს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მთავარი არხის ვებგვერდიც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა.

კომენტარები