სიკვდილით დასჯა აშშ-ში

აშშ-ს ალაბამის შტატში სიკვდილის დასჯაში აირად აზოტს პირველად გამოიყენებენ

picture-alliance/AP Photo/M. Martin

აშშ-ს ალაბამის შტატში სიკვდილმისჯილ პატიმარს პირველად აზოტის ჰიპოქსიით მოკლავენ.

ალაბამაში პატიმრის სიკვდილით დასჯა დღეს იგეგმება, რითაც 58 წლის კენეთ იუჯინ სმითი, აშშ-სა და მსოფლიოში, პირველი პატიმარი იქნება, რომელსაც აირადი აზოტით მოკლავენ. სასჯელის აღსრულებისთვის ალაბამას შტატს 30 საათი აქვს.

აშშ-ს უზენაესმა და ქვედა სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი დასაშვებია, შესაბამისად განაჩენის აღსრულება არ დაბლოკილა.

სასჯელის მოწინააღმდეგეების თქმით, აირად აზოტმა შესაძლოა, არასაჭირო ტანჯვა გამოიწვიოს. სმითის ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ეს მეთოდი "სასტიკი და უჩვეულოა".

წმინდა სახით აზოტის შესუნთქვა უჯრედების დაშლას და სიკვდილს იწვევს. სასამართლოში ალაბამას შტატის მხარემ განაცხადა, რომ აირადი აზოტის შესუნთქვის შემდეგ სმითი გონებას წამებში დაკარგავს, ხოლო რამდენიმე წუთში მოკვდება.

ალაბამამ სმითის სიკვდილით დასჯა ორი წლის წინაც სცადა, მაგრამ ლეტალური ინიექციისთვის ვენის პოვნა განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდა.

პასტორის ცოლის, ელისაბედ კენეთის მკვლელობისთვის პატიმრობა იუჯინ სმითს 1989 წელს მიუსაჯეს, ხოლო 1996 წლიდან იგი სიკვდილით დასჯა მისჯილი პატიმრების რიგში იდგა. სიკვდილით დასჯა მის თანამზრახველსაც ჰქონდა მისჯილი, რომელიც 2010 წელს მოკლეს. ალაბამამ სმითის სიკვდილით დასჯა ორი წლის წინაც სცადა, მაგრამ ვენის ამოყვანა განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდა.

პროკურორების თქმით, პასტორმა ჩარლზ სენეთმა საკუთარი ცოლის მოსაკლავად ორ დამნაშავეს სათითაოდ $1000 დოლარი გადაუხადა. ცოლის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ კი ჩარზლმა თავი მოიკლა.

სიკვდილით დასჯის სასჯელი აშშ-ს 23 შტატშია გაუქმებული, ხოლო 6 შტატში სიკვდილით დასჯის პროცედურები დროებით შეჩერებულია. 2023 წელს აშშ-ში ლეტალური ინიექციით სიკვდილით დასჯის 24 შემთხვევა იყო.

კომენტარები