ოკუპირებული აფხაზეთი

2023 წელს საქართველოსთან საზღვრის 700 დამრღვევი დავაკავეთ – აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა

ODISHINEWS

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2023 წელს დეპარტამენტისა და რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა აფხაზეთ-საქართველოს დე ფაქტო საზღვარზე "სასაზღვრო კანონმდებლობის 700-ზე მეტი დამრღვევი" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე 15 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს სხვადასხვა დანიშნულებით საქონლის უკანონო გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს, ხოლო "უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე პირების მიმართ აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად "სამართლებრივი ზომები გაატარეს".

კომენტარები