სერგეი ლავროვი

ლავროვი: თუ უკრაინა ომს შეწყვეტს, 100 000 უკრაინელის სიცოცხლეს შეინარჩუნებს

სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 2023 წლის 25 აპრილი.
ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

"რა მოხდება თუ ომს შეწყვეტს უკრაინა? რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, თავის სიცოცხლეს შეინარჩუნებს 100 000 ადამიანი, რომელსაც დღევანდელი კიევის ხელისუფლება საქონელივით ქუჩაში, ბარებში, ტაძრებში იჭერს და საზარბაზნე ხორცივით დასავლური გეოპოლიტიკური ინტერესებისა და როგორც ამბობენ, დემოკრატიული ფასეულობებისთვის სიკვდილზე გზავნის". – ამბობს ლავროვი.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ "უკრაინელი ხალხის ინტერესი რუსეთის წინააღმდეგ ომში როგორც აქამდე არ იყო, ისე ახლაც არ არის". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით არსებობს მხოლოდ "ანგლოსაქსებისა და მათი ხელქვეითი, ძირგამომპალი კიევის რეჟიმის ინტერესი, რომელსაც ეშინია, რომ ომის დასრულებიდან ერთ დღეში ძალაუფლებას დაკარგავს".

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით "რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, არა იმის გამო, რომ შეუნარჩუნოს კიევის მეთაურებს ძალაუფლება, არამედ ათწლიანი ქვეყნის ძარცვის დასასრულებლად".

კომენტარები