ლიტერატურა

ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა იაპონელმა მწერალმა აღიარა, რომ წერისას AI-ს იყენებდა

რიე კუდანი

პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულმა იაპონელმა მწერალმა რიე კუდანმა აღიარა, რომ წიგნის წერისას ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა.

კუდანის წიგნის ტოკიოს თანაგრძნობის კოშკის მოქმედება მომავალში ხდება. ფანტასტიკური რომანის მთავარი გმირი პატიმარი ქალია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენას ებრძვის. 

ტოკიოს თანაგრძნობის კოშკმა რიუნუსკე აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია მიიღო.

"რომანის წერის გამოვიყენე ტექსტის გენერირებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიც მაგალითად არის ChatGPT. სავარაუდოდ ტექსტის 5% ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დაწერილი". – ამბობს ავტორი.

კუდანმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი შემოქმედების განვითარების მიზნით AI-ს მომავალშიც გამოიყენებს. 

კომენტარები