Sex and The City

Sex and the City-ში ქერი ბრედშოუს ცნობილი 5-დოლარიანი ქვედაბოლო აუქციონზე 10 000$-ად იყიდება

Collection Christophel / Alamy Stock Photo

სერიალ Sex and the City-ს შესავალში მთავარი გმირის, ქერი ბრედშოუს ცნობილი ჩაცმულობა აუქციონზე 10 000$-ად იყიდება. ქერი ბრედშოუს სერიალის შესავალ ნაწილში ვარდისფერი მაისური და თეთრი ქვედაბოლო აცვია, რაც სერიალის ფანებისთვის საკულტო ჩაცმულობად იქცა.

როგორც ცნობილია, თეთრი სამფენიანი ქვედაბოლო სერიალის კოსტიუმების დიზაინერმა პატრიცია ფილდმა მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში 5 დოლარად შეიძინა. ქვედაბოლოს სატინის სარტყელი აქვს, წელის გარშემოწერილობის სიგრძე 58 სანტიმეტრია, ხოლო სიგრძე - 40 სანტიმეტრი.

აუქციონი ბევერლი ჰილსში ჯულიენის აუქციონის სახლში გაიმართება, სადაც წარმოდგენილია ქალის ცნობილი ჩაცმულობები მოდის ისტორიაში. აუქციონი 18 იანვარს მთავრდება. ქერი ბრედშოუს ცნობილი ჩაცმულობის ფასი უკვე 10 000 ამერიკულ დოლარამდეა ასული და სავარაუდოა, რომ აუქციონის დასრულებამდე კიდევ გაიზრდება. 

ცნობილი ქვედაბოლო ქერი ბრედშოუს პერსონაჟს Sex and the City-ს 2008 წელს გადაღებულ ფილმშიც გამოჩნდა სცენაში, სადაც პერსონაჟი მეგობრებთან ერთად ნოსტალგიურ წლებს იხსენებს. 

კომენტარები