Sex and The City

SEX AND THE CITY-ს მსახიობს, კრის ნოთს, ორი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

Cosmo

სერიალ Sex and The City-ს მსახიობს, კრის ნოთს, ორი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პირველი ბრალმდებლის(ფსევდონიმი ზოი) თქმით ინციდენტი 2004 წელს ლოს-ანჯელესში მოხდა. ქალი იმ ფირმის თანამშრომელი იყო, რომელთანაც მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ნოთმა ზოი საკუთარ ბინაში წიგნებზე სალაპარაკოდ დაპატიჟა. შემდეგ ქალს ძალით აკოცა და სარკის წინ გააუპატიურა. იმ დროს მსახიობი 49 წლის იყო, ხოლო დაზარალებული 22-ის.

"ძალიან მტკივნეული იყო, ვიყვირე "გაჩერდი", მაგრამ არ გაჩერდა. ვთხოვე პრეზერვატივი მაინც გამოეყენებინა, ჩემს თხოვნაზე მხოლოდ გაეცინა". – ამბობს ქალი.

ზოი მეორე დღეს გაუპატიურები შედეგად მიღებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში მივიდა. გამოცემა Hollywood Reporter-ის ჟურნალისტები ინფორმაციის დასაზუსტებლად ბრალმდებელის მიერ დასახელებული საავადმყოფოს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ. როგორც აღმოჩნდა 2004 წელს საავადმყოფოში ჩანაწერები არ კეთდებოდა. 

ქალის თქმით ეშინოდა, რომ პოლიცია არ დაუჯერებდა და ინციდენტის გახმაურების გამო სამსახურს დაკარგავდა. 

მეორე დაზარალებული(ფსევდონიმი ლილი) კლუბში მიმტანად მუშაობდა, რომელსაც ნოთი ხშირად სტუმრობდა. მსახიობმა ლილი ვახშამზე დაპატიჟა, რაზეც თანხმობა მიიღო, ვინაიდან ლილი Sex and The City დიდი თაყვანისმცემელი იყო. ვახშმის შემდეგ ნოთმა სახლში წაყოლა სთხოვა, რათა ცოტაოდენი ვისკი დაელიათ და სამომავლო კარიერულ გეგმებზე ელაპარაკათ. ბინაში მსახიობმა ქალს დაუკითხავად აკოცა და შემდეგ ორალური სექსი აიძულა. მეორე დაზარალებულმაც აღნიშნა, რომ გაუპატიურება სარკის წინ მოხდა. ლილის თქმით ინციდენტი 2015 წელს მოხდა, როდესაც ნოთი უკვე დაქორწინებული იყო მსახიობ ტარა უილსონზე. იმ დროს დაზარალებული 25 წლის იყო, ხოლო მსახიობი 60-ის.

თავად მსახიობი ბრალდებებს უარყოფს, პირველი კომენტარი მან გამოცემა Hollywood Reporter-თან გააკეთა: 

"არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს 30 წლის წინ, თუ 30 დღის წინ. "არა" ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრები ორმხრივი თანხმობით მოხდა. არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ". – ამბობს მსახიობი.

კრის ნოთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ Sex and The City-ში შესრულებული მისტერ ბიგის როლით გაითქვა. 

კომენტარები