არჩევნები 2024

კობახიძე: ამ არჩევნებზე გვექნება მყარი უმრავლესობა, მე-9 ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება

როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.

საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, მოგვცემს ქართული ოცნების მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას.

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები