გრიპის ვირუსი

აზარაშვილი: ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ

ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა.

დღეს რაც ხდება ქვეყანაში - ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, ეს მთელს მსოფლიოში ასეა და სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე. თუმცა, არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ.

ვაქცინაციას რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინა. [...] არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს.

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები