გრიპის ვირუსი

ცერცვაძე: ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა

რატომ იყო 2009-10 წლებში მეტი სიკვდილიანობა და ახლა პრაქტიკულად არ არის? სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ [გრიპის ვირუსით] ორი ადამიანი, ამ ვთქვათ, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა, მაგრამ, ახლა ძალიან ძნელია, თქვა ადამიანის გარდაცვალებაზე, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, რაოდენობრივად ბევრად ნაკლები და ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო 2009-10 წლებში.

ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა, ერთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კი, H1N1 იყო 2009-10 წლებშიც და ახლაც, მაგრამ მან თვისებები გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მაშინ იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, რომ ვისწავლეთ უკეთ მართვა.

ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა, აი, ამ რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, სწორედ ამ 2009-10 წლის გრიპის შემდეგ და განსაკუთრებით, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, აი, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, რაც გამოიხატა ძალიან დიდი რაოდენობით გარდაცვალებაში: მსოფლიოში 7 მილიონი, ჩვენთან 18 000-მდე. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, სხვა ქვეყნები ახლაც ვერ გამოსულან იმ კრიზისიდან, რაც კოვიდმა გამოიწვია ეკონომიკური.

მაგრამ, ერთი კარგი გააკეთა ის, რომ მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, დაინერგა მთელი რიგი ახალი მიდგომები, გადამზადდა მთელი სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ოჯახის ექიმები, შეიცვალა ელექტრონული სისტემები, შემოტანილი იქნა ახალი მედიკამენტები, უბრალოდ, ვისწავლეთ უკეთ მართვა რესპირაციული ინფექციების.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.  ცერცვაძის თქმით, რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია.

კომენტარები