გრიპის ვირუსი

ცერცვაძე: გრიპის ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, 200 000 დოზაც კი ვერ გაიხარჯა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციით არ არის კმაყოფილი, რადგან სახელმწიფოს რესურსი ჰქონდა და მოსახლეობის სკეპტიკური განწყობების გამო 200 000 დოზაც კი არ არის გახარჯული. 

"ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი რესურსი იყო , საერთოდ საქართველოს მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. იგივე იყო კოვიდის დროს და იგივეა გრიპის დროსაც. 200 000 ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ და ისიც კი არ არის გახარჯული. საბედნიეროდ, ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები" - ამბობს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვლილები 50-60 წელს შორის იყვნენ, ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და წარმოადგენდნენ რისკ-ჯგუფებს. გარდაცვალების ორი შემთხვევა დასავლეთ საქართველოში აღირიცხა, ერთზე მონაცემები, ცერცვაძის თქმით, არ აქვს. 

25 იანვარს თენგიზ ცერცვაძემ PalitraNews-ის ეთერში თქვა, რომ იანვარში იყო გრიპით გარდაცვალების სულ 3 შემთხვევა. 

კომენტარები