COVID 19

Pfizer-ის CEO: ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება და დოზების წარმოება უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ის ტელეკომპანია CNBC-ის ესაუბრა.

"ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება. ჩვენ წარმოება უკვე დაწყებული გვაქვს". - თქვა ბურლამ.

ბურლას განცხადებით, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა სხვა ამ დრომდე არსებული შტამების წინააღმდეგაც ეფექტური იქნება. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენად აუცილებელი იქნება ზემოხსენებული ვაქცინის გამოყენება და როგორ მოხდება მისი მოხმარება, თუმცა კომპანიას დოზები მზად ექნება, რადგან სხვადასხვა ქვეყნების მის მიღებას გამოსვლისთანავე ელოდებიან.

"იმედი გვაქვს, რომ ისეთ ვაქცინას შევქმნით, რომელიც ინფექციების გავრცელების წინააღმდეგაც ეფექტური იქნება, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების წინააღმდეგ მესამე დოზით აცრის შემთხვევაში უკვე არსებული ვაქცინებიც ეფექტურია". - თქვა ბურლამ.

კომენტარები