ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა და მდინარეში ჩავარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, იგი კაბინაში გაიჭედა და გამოსვლა ვერ შეძლო.