გერმანია

კიოლნის კათედრალში ახალი წლის ღამეს დაგეგმილი ტერაქტი გერმანიის პოლიციამ ჩაშალა

INA FASSBENDER/AFP

გერმანიის პოლიციამ კიოლნის კათედრალში ახალი წლის ღამეს დაგეგმილი ტერაქტი ჩაშალა. პოლიციამ გამოააშკარავა სქემა, რომლის მიხედვითაც სამი ტერორისტი ახალი წლის ღამეს კიოლნის კათედრალზე ასაფეთქებლებით დატვირთული მანქანით შენობაში შევარდნას გეგმავდა. 

პოლიციამ სამივე ტაჯიკი ეჭვმიტანილი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ISIS-სთან, კონკრეტულად კი ხორასანის ისლამურ სახელმწიფოსთან (IS-K) არიან დაკავშირებულები. კიოლნის პოლიციის ოფიცრებს დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ უცნობმა წყარომ შეატყობინა, რის შემდეგაც პოლიციის ეკიპაჟებმა ახალი წლის ღამეს კიოლნის კათედრალის გარშემო პატრულირება დაიწყეს. პოლიციის მტკიცებით, დაკავებული სამი ტერორისტი ასევე დაკავშირებულია 30 წლის ეროვნებით ტაჯიკ ტერორისტთან, რომელიც შობის ღამეს კიოლნში დააკავეს. 

კომენტარები