თბილისის საკრებულო

საკრებულომ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი დაამტკიცა

28 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე ორი 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება. 

საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, რომ ეს პროექტები ქალაქს საფრთხეს უქმნის და ხაზს უსვამდნენ, რომ ცათამბჯენები თბილისის ცენტრალურ ნაწილში შენდებოდა, სადაც საცობები გახშირებულია. წინააღმდეგობისა და კრიტიკის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ პროექტი დაამტკიცა.

აქამდე, 25 აგვისტოს სხდომაზე თბილისის საკრებულომ ცათამბჯენების სამშენებლო პროექტებს მხარი დაუჭირა. სადავო პროექტები ეხებოდა განაშენიანების გეგმებს ლაგუნა ვერესთან, ვაკეში, დიღომსა და ნაძალადევში.

პროექის დამრკიცების შემდეგ, თბილისის საკრებულო მას მერიაში გაგზავნის. პროექტის მშენებლობის ნებართვისთვის საჭიროა მერიის დასტური. იმისთვის, რომ ინვესტორმა მერიისგან მშენებლობის ნებართვა მიიღოს, შესაძლოა პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანაც დასჭირდეს.

კომენტარები