რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

28 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 8 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 7-ის განადგურება უკრაინამ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"შვიდი დრონი ჩამოაგდეს მოიერიშე თვითმფრინავებმა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქებში". - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.

კომენტარები