საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური გეგმა, უკვე მობილიზებული გვაქვს €1.8 მილიარდი

თავდაპირველად, ნება მომეცით მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გდაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საჩუქარი, ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. თუმცა, ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე.

უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1.8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად.

მე ასევე მოახრული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი.

პირველი არხის თარგმანის მიხედვით, თქვა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ თბილისში 26 დეკემბერს გამართულ ელჩების კონფერენციაზე ვიდეომიმართვაში.

კომენტარები