ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: მშვიდობისთვის ჰამასი უნდა განადგურდეს და ღაზა დემილიტარიზდეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  WSJ-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია, რომ ჰამასი განადგურდეს, ღაზის სექტორი დემილიტარიზდეს და პალესტინური საზოგადოება დერადიკალიზდეს.

ნეთანიაჰუმ ინტერვიუში ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი პალესტინური ხელისუფლება უუნაროა, რომ ღაზის სექტორში სიტუაცია გააკონტროლოს. მისი თქმით, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას, ჰამასი გაანადგურონ. 

"ჰამასის ლიდერებმა დაიფიცეს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმას ისინი ისევ და ისევ გაიმეორებენ. ამის გამო მათი განადგურება ერთადერთი პროპორციული პასუხია, რათა ავირიდოთ მსგავსი სისასტიკეები. ნებისმიერი რამ ამაზე ნაკლები უფრო მეტი ომის და სისხლისღვრის გარანტია იქნება" - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ომის დიდ დანაკარგებში ჰამასი უნდა დაადანაშაულოს, რადგან ისინი ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ და ისრაელი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის მინიმიზაციისთვის. 

კომენტარები