რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა სასამართლომ კირილო ბუდანოვს პატიმრობა დაუსწრებლად მეორედ მიუსაჯა

Ukrainska Pravda 

რუსულმა სასამართლომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსს, კირილო ბუდანოვს პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მეორედ მიუსაჯა. ბუდანოვის გარდა დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯათ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურს მიკოლა ოლეშჩუკს, საზღვაო ძალების მეთაურს ოლეკსი ნიეჟპაპას და საჰაერო ძალების 338-ე პოლკის მეთაურს სერგი ბურდენიუკს.

რუსეთის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო 100-ზე მეტი ტერორისტული აქტის ჩადენაში, კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დრონებით თავდასხმებში მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. 

კირილო ბუდანოვისთვის ეს რუსეთის სასამართლოს მიერ დამტკიცებული მეორე ბრალდებაა. პირველად ის 2023 წლის აპრილში მოსკოვის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის გაასამართლა. 

კომენტარები