რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 დეკემბერს საჰაერო განგაშის დროს რუსების მიერ გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოაგდეს.

"2023 წლის 22 დეკემბრის საღამოს 18:00 საათიდან 23 დეკემბრის შუაღამემდე რუსი ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან". - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, ცხრავე შაჰედი უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის დანაყოფების ერთობლივი მუშაობით ოდესისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.

კომენტარები