საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: უკრაინასა და მოლდოვაზე ათჯერ წინ ვართ, მათზე ადრე შევალთ ევროკავშირში

ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, როგორც უკრაინას ისე მოლდოვას. მითუმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც წარიმართა უკრაინაში და რაც ასევე გავრცელდა დიდწილად მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ დღეს ყველა თვალსაზრისით  -დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ყველა მიმართულებით ვართ ბევრად უფრო წინ, ათჯერ უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მართალია მათზე გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები