ტურიზმი

მაისიდან ავსტრიის ავიახაზები თბილისი-ვენის საჰაერო ხაზზე პირდაპირ ფრენებს დაიწყებს

2024 წლის 2 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს. ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) უკვე ხელმისაწვდომია. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის  ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, "უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს".

1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია.

კომენტარები