რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკი უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 1.34 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 1.34 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

"ეს თანხა მოხმარდება პენსიებისა და მასწავლებლების ხელფასების გადახდას. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა პრიორიტეტულ ხარჯებს". - თქვა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის განმარტებით, დახმარების პაკეტის უდიდესი ნაწილი ($1.086 მილიარდი) იაპონიის მთავრობამ დააფინანსა. დანარჩენი გრანტები კი აშშ-მ, შვეიცარიამ და უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ფონდმა (URTF) გამოყო.

დენის შმიგალის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობა და ამავდროულად, მოახმაროს შიდა რესურსები ჯარის საჭიროებებს.

კომენტარები