ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ტერტელის თქმით, 7 პოლონური სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი ტერაქტებისთვისა და სახელმწიფო შენობების დაპყრობისთვის ემზადება.
"პოლონეთის ტერიტორიაზე ემზადება 7 სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც ბელარუსში ტერაქტებს მოაწყობს. ყველაზე აგრესიულ ჯგუფს 1991 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე ასადულაევი ხელმძღვანელობს, მისი ფსევდონიმი შლიახტიჩი". – ამბობს ტერტელი.
ტერტელის განცხადებას მოგვიანებით ქვეყნის პირველი პირი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოეხმაურა:
"ჩვენ და რუსეთის ფედერაციამ ოცამდე ტერორისტული ჯგუფი უკვე შევაჩერეთ. ვხედავთ სერიოზულ აქტივობას ბელარუსის ტერიტორიაზე. გასაგებია, რომ, როგორც ყოველთვის, ბელარუსის გავლით მოსკოვისკენ აქვთ გეზი აღებული. ამის უფლებას ვერ მივცემთ".

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



