რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინას Patriot-ის მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემას წელს გადავცემთ

ზელენსკი და შოლცი
GETTY IMAGES

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ წელს უკრაინას დაპირებულ Patriot-ის მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ. 

შოლცის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა გაუმჯობესდა და უკრაინას უკეთ შეუძლია, რუსული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ თავი დაიცვას. 

შოლცმა ასევე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკასა და ზამთრის დამცავ ტანსაცმელს გაუგზავნიან. მისივე თქმით, უკრაინას ელექტროენერგიის დეფიციტის დასაძლევად ელექტროობის გენერატორებსაც გადასცემენ. 

"ეს ყველაფერი არის უკიდურესად საჭირო, რადგან რუსეთმა ახლა თავისი ეკონომიკა სრულად ომის სამსახურში ჩააყენა. რუსეთში იარაღის წარმოება სრული სიმძლავრით მუშაობს". – თქვა შოლცმა უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ.

მანამდე, ამ წლის ოქტომბერში, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინას დამატებით Patriot-ისა და IRIS-T სისტემებს გაუგზავნიდნენ. ნოემბერში, უკრაინაში გერმანიის ელჩმა მარტინ იეგერმა თქვა, რომ უკაინას Patriot-ის მეორე სისტემას ზამთარში გადასცემდნენ. 

კომენტარები