ევროკავშირი-უნგრეთი

ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული ფონდებიდან 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

ევროკომისიამ 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის გაყინული ფონდებიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. აღნიშნული თანხა აქამდე უნგრეთისთვის გაყინული იყო, რადგან ევროკომისიამ დაადგინა სისტემური პრობლემები უნგრეთში კანონის უზენაესობის მიმართულებით. 

მალე უნგრეთი შეძლებს მიიღოს 10.2 მილიარდი ევროს ღირებულების თანხა ფინანსური განვითარებისთვის. 

ევროკავშირის კომისარმა სამართლის მიმართულებით დიდიე რეინდერმა თქვა, რომ უნგრეთისგან მიიღეს დამაკმაყოფილებელი დაპირება, რომ უნგრეთში სასამართლო შტოს დამოუკიდებლობის ხარისხი სარძნობლად გაუმჯობესდება. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება არაა პროცესის დასასრული. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს" - თქვა დიდიე რეინდერმა. 

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოდიოდა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე. 

ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ ეს უბრალოდ პროცედურული ნაბიჯია, რაც უნგრეთის სასამართლო რეფორმას მოჰყვა.

კომენტარები