ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: პალესტინის ხელისუფლებას, ჰამასის მსგავსად, ისრაელის განადგურება

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტში დახურულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პალესტინის ხელისუფლებას, ჰამასის მსგავსად, ისრაელის განადგურება სურს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შეხვედრაზე მყოფ პირზე დაყრდნობით წერს.

"ჰამასსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჰამასს ჩვენი განადგურება აქ და ახლა სურს, პალესტინის ხელისუფლებას კი ეტაპობრივად". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ჰამასთან ომის დასრულების შემდეგ პალესტინის ხელისუფლებას ღაზის სექტორის მმართველობაში არ განიხილავს, რადგან ის ირიბად მხარს უჭერს ტერორიზმს – ტერორისტებისა და მათი ოჯახებისთვის სტიპენდიების გადახდით და განათლების სისტემის გამოყენებით ისრაელის მიმართ ზიზღის გავრცელებით.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კი, პირიქით, ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის მართვაში პალესტინის ხელისუფლების ცენტრალურ როლს ხედავს.

კომენტარები