ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ღუდუშაური ზურაბიშვილზე: ე.წ პრეზიდენტის დაძახებაზე ჩვენ არ დავდივართ

სალომე ზურაბიშვილი, მე მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ და კარგად გვესმოდეს, რომ ის არის ფორმალური ამ ქვეყნის პრეზიდენტი. 

ჩემი რჩევები მას ზოგადად არ ვიცი ახლა, ნაკლებად მჯერა, რომ ის გაითვალისწინებს და ზოგადად კონსტიტუცია უკაცრავად და ფეხებზე ჰკიდია და ჩვენი რჩევები რომ მას ესმოდეს, ამ დღეში არ იქნებოდა. მას ისეთი მრჩევლები ჰყავს, როგორიც არის კაპიტანი გიგაური და სხვები. 

ის რა გზასაც ადგას, ნამდვილად მოიტეხავს კისერს[...] არანაირ დაძახებაზე ბუნებრივია, ამ ფორმალური ე.წ პრეზიდენტის დაძახებაზე, ჩვენ არ დავდივართ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილის პეტიციის შესახებ.

პრეზიდენტმა პეტიცია შექმნა, რომლითაც ევროპის ლიდერებს დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. 

კომენტარები